LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილმა მუშაობა დაიწყო

35

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები პატარა ასაკიდანვე ეჩვევეიან ოჯახურ ბიზნესში საკუთარი წვლილის შეტანას. ამ დღეებში ცნობილი ხდება, რომ 11 წლის პაქს ტიენმა ცოტა ხნის წინ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ თავად ჯოლიმ ისაუბრა.

„მე ახალ ფილმზე – „თავდაპირველად მათ ჩემი მამა მოკლეს: კამბოჯას ქალიშვილის მოგონებები“ ვმუშაობ. პაქსი გადასაღებ მოედანზე თავის საქმეს აკეთებს. ის გარკვეულ კადრებს იღებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფილმის ისტორია ბავშვის თვალით არის გადმოცემული“ – აცხადებს ჯოლი.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა პაქსი ვიეტნამში 2003 წელს იშვილა. სულ ბრედი და ანჯელინა 6 შვილს ზრდიან, აქედან სამი ბიოლოგიურია, სამი კი – აყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები