ანჯელინა ჯოლი ქმართან, ბრედ პიტთან ერთად საზოგადოების წინაშე ბოლო დღეებში ხშირად ჩნდება, ისინი საკუთარი ფილმის „ზღვასთან ახლოს“ ჩვენებეას დაესწრნენ, 4 ნოემბერს კი დაესწრნენ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალს WSJ Innovator Awards.
ღონისძიებაზე ჯოლის ტომ ფორდის შავი კაბა ეცვა, რომელშიც გამოკვეთილი იყო მსახიობის ზედმეტად გამხდარი სხეული.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ჯოლის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, თითქმის არაფერს ჭამს და სულ უფრო და უფრო იკლებს წონაში. ტაბლოიდების ინფორმაციით, ანჯელინა ყოველთვის იყო ანორექსიისკენ მიდრეკილი, თუმცა კვებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მას შემდეგ დაეწყო, რაც გაერო-ს ელჩის რანგში ლტოლვილების პრობლემებით დაკავდა, მშიერი ხალხის მდგომარეობამ მასზე ძალიან იმოქმედა და კვებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.