ანრი ჯოხაძე ბოლო რამდენიმე დღეა, საზღვარგარეთ იმყოფება. ჯერ სამეგობროსა და ძმასთან ერთად თურქეთში გახლდათ, სადაც დაბადების დღე აღნიშნა და ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა, შემდეგ კი გერმანიაში, ბერლინში გადაინაცვლა.
ანრი სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტოს აზიარებს, მათ შორის ერთ-ერთზე „X ფაქტორის“ მონაწილე მარიამ ჯანჯღავასთან ერთად არის გამოსახული, ასევე გაზიარებული აქვს ფოტო, სადაც რამდენიმე ხელთათმანია აღბეჭდილი, მომღერალი კი წერს: „ბერლინშიც კი მივაგენი ჩემს კუთხეს. ნახეთ, რამდენი „ანრი ჯოხაძე“ გაიჩითა?“
კიდევ ერთი ფოტო ანრიმ ბრანდერბურგის კარიბჭესთან გადაიღო, რომელთანაც ახლოს მისვლა ვერ მოახერხა ერთი მიზეზის გამო: „ახლოს არ მიგვიშვეს, გადაკეტილი იყო გზა, მეორე მხარეს ოპოზიციურ პარტიას მიტინგი ჰქონდა გამართული“, აღნიშნავს ღიმილით მომღერალი.