LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე: „ეს „ღრუზინული“ მიდგომები არ მთავრდება…“

32

ანრი ჯოხაძე „ავტორადიოს“ ეთერში გადაცემა „VIP ზონა“-ს ჩაერთო და ბოლოდროინდელ მოგზაურობაზე ისაუბრა, ბერლინში მადონას კონცერტს მარიამ ჯანჯღავასთან ერთად დაესწრო  ა მათ კონცერტის ბილეთების თავიდან ყიდვამ მოუწიათ – „მარიამმა ეს პრიზი „X ფაქტორში“ მიიღო და მე, როგორც მისი მენტორი, დამპატიჟა. თავიდანვე გარკვეული იყო, რომ მე და მარიამი მივემგზავრებოდით და სასტუმროს ერთი ნომერი იყო აღებული, ორკაციანი საწოლით და როგორ წარმოგიდგენიათ ჩემი და მარიამის ერთ ოთახში გამწესება? ეს დამოკიდებულება ვერ გავიგე, ეს „ღრუზინული“  მიდგომები არ მთავრდება…

კომპანიას არ დავასახელებ, იმედია, მოუსმენენ გადაცემას და მიხვდებიან, რაზეც საუბრობენ, უნდა რცხვენოდეთ, რომ ბილეთები ისეთ ადგილას აიღეს, ჯობდა, ინტერნეტში გვეყურებინა კონცერტისთვის. შავ ბაზარზე მოგვიწია, მეგობრების დახმარებით, კარგ ადგილას ბილეთების შეძენა, რომ შთაბეჭდილებები მიგვეღო და ქანდარაზე არ ვყოფილიყავით შემომსხდრები“.

ანრიმ ასევე გაიხსენა პარიზში მომხდარი ტერაქტი, რომლის დროსაც ის და მარიამი ბერლინში იყვნენ. „ბერლინს მომენტალურად მოედო ეს ამბავი. გერმანული სიმშვიდე მაინც იგრძნობოდა, მაგრამ შიშის სინდრომი პირველი, პარიზის მერე, გერმანიაში გაჩნდა. ჩვენ, საბედნიეროდ, მოვახერხეთ შეუფერხებლად გამოფრენა, შემდეგ რეისებზე, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დაიხურა აეროპორტების ნაწილი და შეჩერდა ფრენები…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები