LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე „ტირიფებზე“ კლიპს იღებს, კადრები გადასაღები მოედნიდან

36

მომღერალი ანრი ჯოხაძე ფოთს ახალი კლიპის გადასაღებად ესტუმრა და ფოტოები გადასაღები მოედნიდან სოციალურ ქსელში გაგვიზიარა. ცნობილ სიმღერაზე “ტირიფები”, რომელსაც მომღერალი ახლებური არანჟირებით ჩაწერს, კლიპს სავარაუდოდ სექტემბერში ვიხილავთ.

პირველად სიმღერა “ტირიფები” ანსამბლ ვია 75-ის სოლისტის ბესიკ კალანდაძის მიერ 1982 წელს აჟღერდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. ჰიტად ქცეული სიმღერის ტექსტი ანა კალანდაძეს ეკუთვნის, მუსიკა კი ზურა მანაგაძეს.

ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპის გადაღებები შემდეგი სტატუსით გვამცნო – “მალე, ახალი კლიპი ცნობილ სიმღერაზე “ტირიფები”” და ზურა მანაგაძეს და გადამღებ ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები