ანრი ჯოხაძემ ზაფხული, დასვენების გარდა, იმისთვის გამოიყენა, რომ ახალი კლიპი გადაეღო. მისი დიდი ხნის მუზა გახლავთ მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელსაც ბოლოდროინდელ კლიპებში ხშირად იღებს.
ახალი კლიპის პრემიერა მალე გველოდება, მანამდე კი ანრი თაყვანისმცემლების ინტერესს აღვივებს და „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა ფოტო, კადრი კლიპიდან შემდეგი წარწერით „კრისტი, შეუდარებელი ხარ!..“