LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო ბანდერასი ისევ სტუდენტია

43

55 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავმა განათლებაში ხარვეზების შევსება გადაწყვიტა და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში Central Saint Martins-ში ჩააბარა დიზაინის ფაკულტეტზე.

ბანდერასი ძალიან კმაყოფილია საკუთარი მოღვაწეობით გადასაღები მოედნის მიღმა. მსახიობმა ჯერ მუსიკაში მოსინჯა საკუთარი ძალები სიმღერით “Cancion de mariachi”, ახლა კი, დიზაინერის როლიც მოირგო.  გარდა ამისა, ბანდერასი უკვე დიდი ხანია ესპანური ფირმის Puig-ის სახეა,  წლის დასაწყისში კი, სათვალეების კოლექცია გამოუშვა ესპანურ-პორტუგალიურის მაღაზიების ქსელისთვის Opticalia.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები