LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკა მურვანიძე: „კარგია, რომ კეთდება აღმაშენებლის გამზირი, მაგრამ მეშინია, არ ჩაგვაყოლონ…“

20

აღმაშენებელზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. თბილისის მერია სპეციალურ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ძველი უბანი სრულად გარემონტდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტს, რასაკვირველია, მიესალმება, თუმცა დისკომფორტი, რომელიც სარემონტო სამუშაოებს თან სდევს, საკმაოდ დიდია.

ერთ-ერთი მცხოვრები, ცნობილი ვიზაჟისტი, ანუკა მურვანიძე ამის შესახებ ნახევრად იუმორისტულ პოსტს აქვენებს.

„არა კი კაია, რომ კეთდება აღმაშენებლის მონაკვეთი, მაგრამ მეშინია არ ჩაგვაყოლონ. გასვლის მეშინია დედას გეფიცებით. ხან პატარა ტრაქტორი დამსდევს უკან ხან ქვებს მაყრიან ზემოდან , ქვიშა თვალებში და კბილებში. მე მგონი სტატუეთკებად გამოვდგებით პროექტის ბოლოს. ჩაგვაყოლებენ…“ – წერს ანუკა სოციალურ ქსელში.

foto 2

foto adgilidan

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები