იაპონურმა ავიაკომპანიამ მგზავრების დაძინების მეთოდს მიაგნო. ALL Nippon Airways-ის სპეციალისტები შექმნიან სპეციალურ აპლიკაციას, რომლის ფუნქციაც ფრენის დროს მგზავრების ჩაძინება იქნება. სიახლე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმუშავებს და მის დამზადებაზე ორგანიზაცია – NeuriSpace იზრუნებს. კონცეფციის მიხედვით, სერვისი ბგერისა და გამოსახულების ისეთ ნაკრებს გააერთიანებს, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანს მსუბუქად ჩაძინებაში დაეხმარება.
პროექტის ავტორები იმასაც აცხადებენ, რომ ინოვაციური ვიზუალიზაცია ძილის ხარისხსაც გაზრდის და მისი მეშვეობით შორ დისტანციაზე განხორციელებული ფრენაც კი ბევრად უფრო კომფორტული გახდება.
