LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ის თანადამფუძნებელი Android-ის სმარტფონის სიყვარულზე ალაპარაკდა

46

სტივ ვოზნიაკი, კორპორაცია Apple-ის თანადამფუძნებელი გამოცემა Financial Review-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის უპირატესია სისტემური დაცულობა და პროგრამული სტაბილურობა. iPhone 7-დან 3.5მმ ჭეკის გაქრობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სტივმა აღნიშნა, რომ მას საკმაოდ მოსწონს Android-ის სისტემაზე მომუშავე სმარტფონი – Nexus 5X. ასეთი არჩევანი სტივ ჯობსის ყოფილმა პარტნიორმა USB Type-C-ის ტექნოლოგიით მოწყობილობაში არსებობით გაამართლა:

”ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი Android სმარტფონია Nexus 5X, რომელიც სწორედ ამ ტექნოლოგიას იყენებს. ვფიქრობ, რომ USB-C მომავლის ტექნოლოგიაა” – აღნიშნა სტივ ვოზნიაკმა.

 

როგორც გვახსოვს, Nexus 5X კომპანია LG-მ გასულ წელს გამოუშვა. სმარტფონი 5.2 ინჩიანი FullHD ეკრანით იყო აღჭურვილი და Snapdragon 808-ზე მუშაობდა. 2 GB ოპერატიულით,  16 ან 32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებითა და 2700 მილი-ამპერ/საათიან სიმძლავრის მქონე ბატარეით – სმარტფონი, საშუალო დონის გაჯეტია ამ კლასში.

იგი აღჭურვილია 12 და 5 მპ კამერით და USB-C ტექნოლოგიით.

22 აგვისტოს სმარტფონმა ანდროიდის საფინალო ვერსია Android 7.0 Nougat მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები