LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა დაადასტურა, რომ უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობს

37

კომპანია Apple-მა პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ უპილოტო ავტომობილის ტექნოლოგიებზე მუშაობს. ამის შესახებ ფირმის ღია წერილშია საუბარი, რომელიც აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციისათვის (NHTSA) არის გაგზავნილი.

ფირმის ერთ-ერთი ტოპ მენეჯერის, სტივ კენერის სახელით აღნიშნულია, რომ Apple მნიშვნელოვან სახსრებს ავტომატიზაციის სისტემისა და მექანიკის შესასწავლად გაიღებს და საუბრობს იმაზეც, რომ დაინტერესებულია ავტომატიზაციის პერსპექტივებით მრავალ სფეროში, მათ შორის ტრანსპორტში.

წერილში ასევე საუბარია, რომ NHTSA-ს ხელმძღვანელობით, ავტონომიურ ავტომობილებს კაცობრიობის გამოცდილების გაფართოების დიდი პოტენციალი აქვთ – მილიონობით ავარიის აღკვეთა და ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

პირველად Apple-ის უპილოტო ავტომობილზე ინფორმაცია 2015 წელს გავრცელდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები