LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილის მონაცემებით Mercedes-მა BMW-სა და Audi-ს აჯობა

28

აპრილის თვის მონაცემებით ”დიდი გერმანული სამეულის” ლიდერი კომპანია Mercedes-Benz გახდა, ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული პრესა ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით Mercedes-ის გაყიდვები 12,5%-ით შემცირდა, მან მოახერხა და სამეულის ლიდერი გახდა. უკანასკნელი მონაცემებით, აპრილში Mercedes-ის მარკის ქვეშ დამზადებული 10,310 ავტომობილი გაიყიდა. ყველაზე პოპულარული კი GLC-Class გახდა, 397,000 გაყიდული ეგზემპლარით.

მეორე ადგილი კომპანიამ BMW დაიკავა. გაყიდვებმა 8,738 ავტომობილი შეადგინა, ხოლო ყველაზე გაყიდვადი მოდელი X5 გახდა. რაც შეეხება Audi-ს, მისმა გაყიდვებმა 6,195 ეგზემპლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე გაყიდვადი მოდელი Q7 გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები