სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა. ლაშა ტალახაძემ პირველობა 331 ქულით მოიპოვა. საუკეთესო სამეულში ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილი და გენო პეტრიაშვილი მოხვდნენ.
2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
1. გიორგი ჩაკვეტაძე (ფეხბურთი)
2. რეზი დავითაძე (ძალოსნობა)
3. გოგა ბითაძე (კალათბურთი)
4. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
5. ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა. ძალოსანთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ დაასახელეს.
საუკეთესო მწვრთნელი
1. გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
2. ვლადიმირ ვაისი (ფეხბურთი)
3. ილიას ზუროსი (კალათბურთი)
წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ერთა ლიგის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა და 1/2 ფინალში უპრობლემოდ გავიდა.
საუკეთესო ფედერაციად ჟურნალისტებმა ფეხბურთის ფედერაცია დაასახელეს.
ქალთა შორის კი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გახდა, რომელმაც დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ძალოსან ანასტასია გოტფრიდს.