როგორც დასავლური პრესა წერს, ავტომრბოლელმა ლუის ჰემილტონმა, რომელიც 6 თვის წინ დაშორდა ნიკოლ შერზინგერს, ნუგეში ბარბადოსელი ლამაზმანის, რიანას გვერდით იპოვა.
ინსაიდერების თქმით, წყვილი ერთმანეთს უკვე რამდენიმე კვირაა ხვდება. ცოტა ხნის წინ ისინი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, საიდანაც ღამის კლუბში წავიდნენ, ამის შემდეგ კი რიანას პენტჰაუზში გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, დასავლურმა ტაბლოიდებმა ჰემილტონი ჯიჯი ჰადიდთან, ხოლო რიანა – კარიმ ბენზემასთან დააწყვილეს.