„მანჩესტერ სიტი“ კიდევ ერთ ჩემპიონობას მიუახლოვდა. დარჩა მხოლოდ ერთი თამაშის მოგება, ისიც „ბრაიტონთან“ (12 მაისი) და „ქალაქელები“ პრემიერლიგას მოიგებენ. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა „სიტიმ“ წუხელ მოიპოვა, როდესაც მეორე ტაიმში მატჩის ერთადერთი გოლი შორეული დარტყმით ვინსენ კომპანიმ გაიტანა.
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში პირველი გუნდია, რომელმაც ორი 13-მატჩიანი მოგებათა სერიით გამოირჩა.
„ქალაქელები“ პრემიერლიგის ყველა კლუბს უგებენ სეზონში ერთხელ მაინც ზედიზედ მეორე სეზონია, რითაც 129 წლის წინანდელი რეკორდი გაიმეორეს. 1888/89 და 1889/90 წლების სეზონში ასეთი რამ „პრესტონს“ გაუკეთებია.
„სიტიმ“ 100 გოლი გაიტანა საშინაო მატჩებში. ეს ინგლისის ტოპ დივიზიონის რეკორდია.
ორმა მეკარემ – ედერსონმა (სიტი) და ალისონმა (ლივერპული) ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად შეინახეს კარი მშრალად 20+ მატჩებში.
კომპანი სილვას შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის 9 სეზონში გაიტანა გოლი.
კომპანიმ „სიტის“ რიგებში გაიტანა მე-20 და პირველი გოლი ამ სეზონში.
What a man
What a man
What a man
What a mighty good man?
? 1-0 ? #MCILEI #mancity pic.twitter.com/4PfKyK6En7
— Manchester City (@ManCity) May 6, 2019
პეპ გვარდიოლა: „ბევრი ელოდა, რომ პირველი „ლივერპული“ იქნებოდა. მეცოდებიან, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია“.
აგუერო – კომპანის: „მე გიყვიროდი: არ დაარტყა! არა, ვინი, არა!“
კომპანი გამარჯვების გოლზე: „ასეთები ვარჯიშებზე გამიტანია!“

გარი ლინეკერი: „კომპანიმ სეზონის საუკეთესო გოლის ჯილდო უნდა მიიღოს“.