LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბული წვიმები ტურისტებს მშრალს დატოვებს

47

არაბული წვიმები ტურისტებს მშრალს დატოვებს. გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯჟაში უნიკალური ატრაქცია – „Rain Room“ გაიხსნა. ოთახი ალ-მაჰარას პარკში მდებარეობს და მის სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ თავსხმა წვიმა საკუთარ თავზე გამოსცადონ. წვიმის სამყარო მიწიქსვეშ იქნება განთავსებული, სადაც წყლის ჭავლს სპეციალური განათება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. მგრძნობიარე სენსორების დამსახურებით, ვიზიტორები თავსხმა წვიმაში მოძრაობას შეძლებენ. რეალურად წვიმა მხოლოდ ინსტალაციაა, ამიტომ ტურისტები არ დასველდებიან და უფრო მეტიც, საინტერესო სელფების გადაღებასაც კი შეძლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები