არაეკოლოგიური ავტომობილების მეპატრონეები პარკინგისთვის ორჯერ მეტს გადაიხდიან. ტარიფების მოქნილი სისტემა ლონდონის ცენტრალურ ნაწილში დაამტკიცეს. ამიერიდან ფასი ძრავის ტიპსა და გამონაბოლქვის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული – დიზელისთვის დამატებითი საფასური იმოქმედებს, ხოლო ელექტრომობილები ფასდაკლებებს მიიღებენ. ერთ საათიანი პარკინგის მინიმალური ღირებულება – 6,3 ფუნტი სტერლინგი იქნება.
პარკინგის საფასურის გადახდის აპლიკაცია ავტომობილის სარეგისტრაციო მონაცემებს გაითვალისწინებს, ასე რომ ტექნიკურად ეს პროცესი ძალიან მარტივი იქნება. ყველაზე არაეკოლოგიური ავტომობილების მძღოლებს მოუწევთ, რომ ორჯერ მეტი გადაიხადონ, ანუ საუბარი მინიმუმ 13,23 ფუნტ სტერლინგზეა.
ინოვაციური სისტემა დასაწყისისთვის ექსპერიმენტული სახით იმოქმედებს, შემდეგ კი სავარაუდოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.