LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაფრის კეთების ტურნირში სამმა მოცეკვავემ გაიმარჯვა

128
a08e4571-f4da-4d8b-b0c5-495dc090138d

იაპონიაში არაფრის კეთების ტურნირი პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 107-მა ადამიანმა მიიღო. იაპონური გამოცემის ინფორმაციით, გამარჯვებული სამი მოცეკვავე გახდა.

შეჯიბრება ტოკიოს საქმიან რაიონში, ტორანომონში ჩატარდა და მის მონაწილეებს 90 წუთის განმავლობაში არაფერი არ უნდა ეკეთებინათ, თან არც უნდა დასძინებოდათ. ტურნირის წესები კრძალავდა სმარტფონის გამოყენებას, კითხვას, საუბარს და საათზე დახედვასაც კი.

მონაწილეებს 4 განსხვავებული ფერის ბარათი დაურიგეს. წითლის ჩვენებით მათ მოდუნებულ კუნთებზე სწრაფ მასაჟს გაუკეთებდნენ, ცისფერი ბარათი – წყურვილის სურვილს გამოხატავდა, ყვითელი – თბილ პლედს, ხოლო შავი – ტუალეტში გასვლის თხოვნას ან სამედიცინო დახმარების მიღებას.

გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიურიმ მოდუნების ხელოვნება ქულებით შეაფასა. ასევე, იმისათვის რომ დარწმუნებულიყვნენ თუ რამდენად მოდუნდნენ მონაწილეები, მათ ყოველ 15 წუთში პულსს უზომავდნენ.

ტურნირში 107-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა: დაწყებული მოზარდებით, 60 წლის იაპონელებით დასრულებული.

არაფრის კეთებაში ერთმანეთს განსხვავებული პროფესიის ადამიანები ეჯიბრებოდნენ: სკოლის მასწავლებელი, ექიმი, რედაქტორი, სტუდენტები, მომღერლები, ბლოგერები და დრონის პილოტიც კი. გამარჯვებული გახდა მოცეკვავეთა ტრიო, რომელიც შოუებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დგამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები