LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი დიეტა: რისგან შედგება ირინა შეიკის რაციონი

82

წლევანდელი შობა ირინა შეიკისთვის განსაკუთრებულია – 30 წლის სუპერმოდელი მალე დედა გახდება. ბრედლი კუპერის საყვარელმა ქალმა „ინსტაგრამზე“ სადღესასწაულო ფოტო გამოაქვეყნა.

ირინამ ტრადიციული ფრანგული ტორტის ფოტო გააზიარა, რომელიც საშობაო სუფრის ტრადიციას წარმოადგენს, თუმცა ფოტოზე ჩანს, რომ შეიკი ერთ ნამცხვარს არ დაკმაყოფილდა.

ცოტა ხნის წინ ინსაიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სუპერმოდელს მარტივი ორსულობა აქვს და ის კვებაში თავს არ იზღუდავს.

„ის არ განეკუთვნება იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც კალორიებს ითვლიან – ამ საკითხს ის მარტივად უყურებს“, – აცხადებს წყარო, რასაც შეიკი ფოტოებით ადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები