LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასასიამოვნო გამოცდილება: რიოში ესპანელ ოლიმპიელებს შეიარაღებული ახალგაზრდები თავს დაესხნენ

13

აფროსნობაში ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების წევრები რიო-დე-ჟანეიროში შეიარაღებული მოზარდების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში მომავალი ოლიმპიადისთვის ემზადებიან. ეს ინფორმაცია ესპანეთის აფროსნობის ფედერაციამ გაავრცელა.

ინციდენტი სანტა-ტერეზას რაიონში მოხდა, როცა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ფერნანდო ეჩავარი, მსოფლიოს ჩემპიონი ტარა პაჩეკო და მასი მწვრთნელი სანტი ლოპეს-ველასკესი სასაუზმოდ მიდიოდნენ.

როგორც ლოპეს-ველასკესმა განაცხადა, მას ორი პისტოლეტით შეიარაღებული ხუთი არასრულწლოვანი მიუახლოვდა. გუნდის არც ერთი წევრი არ დაზარალებულა, მაგრამ, მწვრთნელის თქმით, ეს “ძალიან არასასიამოვნო გამოცდილება იყო”.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ ოლიმპიადის ჩატარების უფლება მიიღო, ქვეყნის მთავრობამ დაიწყო ფართომასშტაბიანი პროგრამა ასეთ რაიონებში დანაშაულთან ბრძოლის მხრივ. ამ პროგრამის ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროს ფაველებში პოლიციის 36 განყოფილება გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები