რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გიორგი წიკლაურის სიმღერის „ვარ ქართველი ჯარისკაცი“ პრემიერა შედგა.
გიორგი, ვისაუბროთ სიმღერაზე „ვარ ქართველი ჯარისკაცი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. ვის ეკუთვნის აღნიშნული სიმღერა?
კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი გახლავთ. ტექსტი ედუარდ უგულავასია. სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა, აღნიშნულ სტუდიაში დამზადდა არანჟირებაც. იმედი მაქვს, შეიყვარებს ქართველი მსმენელი. ძალიან ლამაზი და კარგი სიმღერა გამოგვივიდა. აქამდე არასდროს მქონია პატრიოტული სიმღერა, ეს პირველი გამოწვევა იყო, თუმცა სულ მინდოდა, მსგავსი ჟანრი შემესრულებინა.
გიორგი წიკლაური – ვარ ქართველი ჯარისკაცი
გადაცემის ჩანაწერი