პარიზში არასწორი პარკინგისთვის გამოწერილი ჯარიმა რამდენჯერმე გაიზრდება. ინიციატივის ავტორი ქალაქის მერი ანა იდალგო გახდა და მის იდეას მხარი უკვე პარლამენტმაც დაუჭირა.
„Le Parisien”-ის ინფორმაციით, კანონდამრღვევ მძღოლებს ამიერიდან მინიმუმ 50 ევროს გადახდა მოუწევთ. თუმცა, ეს ეხება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, რაც შეეხება გარეუბნებს – იქ ჯარიმა უფრო ნაკლები, 35 ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ჯარიმის ძველი ღირებულება მხოლოდ 17 ევრო იყო. ახალი კანონი ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა.
პარიზის მერი დარწმუნებულია, რომ ჯარიმის გაზრდა ქალაქში მოძრაობას უფრო მოწესრიგებულს გახდის.