LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ოქტომბერს რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

65
img-0331-2020-09-24_08-33-14_451570-1024x683

29 ოქტომბერს თბილისში, კლუბში „MONO HALL“ ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერების ავტორის და შემსრულებლის, რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კონცერტის დასაწყისი 23:00 საათი გახლავთ. ივენთზე რუსას ცნობილ ჰიტებს ყველასთვის საყვარელი ქართველი შემსრულებლები იმღერებენ. მსმენელის წინაშე წარდგებიან: „ღამის შოუს ბენდი“, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, სტეფანე, „სახე“, ნინი ქარსელაძე, „ქუჩის ბიჭები“, მერაბ სეფაშვილი, „დუეტი ჯორჯია“, ნინი ბადურაშვილი, ეკა დოლიძე, თამთა ჭელიძე.

კონცერტის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 40, 50, 60 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები