1 ოქტომბერს საპატრიარქოსთან არსებულ ანსამბლ „დები გოგოჭურების“ პირველი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება. კლიპი სიმღერაზე „მთიელთა თამაშობანი“ უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფმა გადაიღო და უკრაინაში დაამზადა. გადაღებები ხევსურეთში, მთიულეთსა და მცხეთაში მიმდინარეობდა. კლიპის პრეზენტაცია 19:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება. „დები გოგოჭურები“ ასევე შეასრულებენ რამდენიმე სიმღერას, მათ შორის – ორ ახალს. საღამოზე ასევე დები ნაყეურები და დები ზვიადაურები იმღერებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.