დათუნა სირბილაძე დღეს, 3 ივნისს, საღამოს რვა საათზე, „ოტიუმში“, სოლოკონცერტს მართავს, სადაც მას სცენაზე მეგობრებიც შეუერთდებიან. მომღერალმა ყველა თავისი სიმღერა ბენდთან ერთად გააკეთა, „The Five“ მის 20 კომპიზიციას გაუწევს აკომპანირებას.
დათუნა არა მხოლოდ სოლოსიმღერებს, არამედ დუეტებსაც შეასრულებს „თეატრალურის კვარტეტთან“, „ქართულ ხმებთან“, ნინი ბადურაშვილთან, აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად. ასევე იგეგმება ახალი სიმღერის პრემიერაც, რომლის შესრულებაც, როგორც მომღერალმა გვითხრა, „შვიდკაცასთან“ ერთად სპონტანურად მოიფიქრა