LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიროსმანი წინანდალში

79

Ardaidardo.Ge4 მაისიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნახატი, მხატვრის სხვადასხვა პერიოდის გამოფენის აფიშები და პაბლო პიკასოს ”ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი”. რეტროსპექტივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი. კოლექცია ჯერ თბილისის ხელოვნების სასახლეში, შემდეგ კი ქუთაისში გამოიფინება. ნიკო ფიროსმანის მირზაანის კოლექციის გამოფენა პირველად ეწყობა წინანდალში. შემდეგ ნამუშევრები ბათუმის სახლემწიფო მუზეუმში გადაინაცვლებს. გამოფენა 31 მაისამდე გასტანს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები