ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ტური დასრულდა. ფესტივალი ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-თიანეთის რეგიონებში. ყველა რეგიონში ფოლკლორის დარგი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საეკლესიო გალობის გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამბლები და სხვა. გურიის, იმერეთის, აჭარის, ქართლის რეგიოენების ტურები სექტემბრიდან განახლდება.