LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული წლის პირველი ადგილის მფლობელი საქართველო ”ახალ ტალღას” ტოვებს

45

Ardaidardo.Geახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ახალი ტაღლა” წელს სოჭში გაიმართება.

 

 

იურმალადან სოჭში კონკურსის გადატანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ლატვიის ხელისუფლებამ ცნობილი რუსი მომღერლები შავ სიაში შეიყვანა და მათ კონკურსზე დასწრების და ჟიურიში ყოფნის საშუალება არ მისცა.

 

გასულ წელს კონკურსი ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ მოიგო. წელს საქართველო კონკურსში მონაწილეობას არ იღებს.

 

კონკურსის ორგანიზატორებმა უკვე გამოაქვეყნეს მონაწილეთა სია, რომელშიც საქართველო და ქართველი მომღერალი არ არის. წელს ”ახალი ტალღა” 12 ქვეყნის 16 კონკურსანტს უმასპინძლებს, ესენია: სომხეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ინდონეზია, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, რუსეთი, უკრაინა, ხორვატია და შვეიცარია.

 

”ახალი ტალღა 2015” 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. კონკურსის გარდა, ჩატარდება ცნობილი კომპოზიტორებისა თუ მომღერლების შემოქმედებითი საღამოები და მოეწყობა გახსნისა და დახურვის გრანდიოზული ცერემონიალები.

 

შეგახსენებთ, ”ახალი ტალღა” იურმალას საფესტივალო ცხოვრების ცენტრალური მოვლენა მთელი 13 წლის განმავლობაში იყო, საქართველო კი მასში ყოველთვის იღებდა მონაწილეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები