LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქველმოქმედო გამოფენა ”13 ივნისი”

74

Ardaidardo.Ge23 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტ ”ფიროსმანის” ფარგლებში საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო გამოფენას გამართავს. ღონისძიება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართება.

 

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ: მარიამ ნაცვლიშვილი, ლუკა ვადაჭკორია, თინიკო თევდორაძე, ლია შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, ანტონ ბალანჩივაძე, მაშო მარგიშვილი, ლილი ყვავილაშვილი, მარი აქუბარდია, ალი ალიევი, რევაზ გომელაური, ზურა ბალანჩივაძე, ირაკლი საბაშვილი, თამთა საური, თამარ მაისაშვილი, ნიკოლო მელივა, ნინიკო მიქაბერიძე, მარიამ ქავთარაძე, ანა კორიფაძე, გელა პაპიაშვილი, ლეკო ჩხენკელი, ბექა საყვარელიძე, ქეთი ჯოლბორდი, ეთო თაბაგარი, სალომე ოსაძე, ნათია თუშიშვილი, მაიკო მაყიშვილი, ნანა გიგანი, მარიამ მეტრეველი, ბექა სვირავა, ნონა ჩანქსელიანი, მიშა ბერძენიშვილი, ქეთევან საქარელი, ნათია ჭელიძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, მანანა სურმანიძე, ჯულია სანიკიძე, მარიამ შაქარაშვილი.

 

ღონისძიებაზე ფერწერული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება, რომელთა გაყიდვის შემთხვევაში შემოსული თანხა მთლიანად სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.

 

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და მარიამ ნაცვლიშვილი.

 

გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები