“შერატონ მეტეხი პალასში” თბილისის მოდის კვირეული გაიხსნა, სადაც საკუთარი კოლექციები სიმონ მაჩაბელმა და ატელიე “10ა” წარმოადგინეს.
ქართული მოდის 6-დღიანი დეფილე გუშინ დაიწყო და 8 მაისს დამთავრდება.
ჩვენებებში მონაწილეობას 13 წამყვანი და 15 დამწყები ქართველი დიზაინერი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თბილისის მოდის კვირეული უკვე მეოთხედ იმართება.