ფილმისთვის – “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” – სახელმწიფომ 40 ათასი ლარი გამოყო. რეჟისორი, თინათინ გურჩიანი, ქართულ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გმირებს რეგიონებში შეარჩევს.ფილმისთვის 17-იდან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩევა. ფილმის გმირები რეალური ადამიანები გახდებიან, რომლებიც საკუთარ თავს განასახიერებენ. ამ პროექტმა წელს ეროვნული კინოცენტრის კონკურსში გაიმარჯვა. გურჩიანის სადიპლომო ნამუშევარი წელს ნომინირებული იქნა გერმანიის კინოაკადემიის პრემიაზე, როგორც “წლის საუკეთესო დებიუტი მხატვრულ კინოში”.