LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის რაც ზაფხულში უნდა ვიცოდეთ

16
Summer-wine cover

თუ ზაფხულში გადაწყვეტთ ნამდვილ ნირვანას მიაღწიოთ და თქვენთვის  ღვინო შეუცვლელი სასმელია  „ღვინის ეტიკეტი“ – სიამოვნებით აიღებს მრჩევლის და გზამკვლელის ფუნქციას.

და პარალელურად არ დაგვავიწყდეს  SUMMER WINE – სიმღერა რომელიც ყველასათვის საყვარელის სეზონის, ღვინისა და კერძების თაიგულის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ.

ზაფხულის ღვინოებზე ბევრი ლეგენდა არსებობს. მათგან ყველაზე მეტი საფრანგეთს უკავშირდება, ზოგიც იტალიას და ესპანეთს. ზაფხულის ცხელ დღეს შესანიშნავია ცივი პროვანსული ვარდისფერი თუმცაღა არც ქართული ვარდისფერი ღვინოები ჩამოუვარდება ევროპულ ბესთსელერებს.

  • მოდი დავიწყოთ ზემოთხსენებული მზისფერი ამინდების შესაფერისი ვარდისფერი ღვინოებით , რომლებიც უნდა მიირთვათ გრილ მდგომარეობაში,  კარგია ხილთან და სალათებთან, ასევე ლორთან, აღმოსავლურ კერძებთან და ძეხვეულთანაც კი.
  • შეგვიძლია გადავინაცვლოთ – სეზონისთვის გამორჩეულ ქართულ ღვინოზე ისეთზე როგრიც გახლავთ – დასავლეთ საქართველოს მაღალმჟავიანი ღვინოები – ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და იმერეთიდან –  ჩხავერი. ასეთი ღვინოები აპერიტივზეც კარგია და იდეალურად ეხამება დასავლეთ საქართველოს ტრადიციულ კერძებს.
  • ქართლური და იმერული ან რაჭული ღვინოები კარგია თევზეულთან, დაბუღულ კალმახთან, მოხარშულ ორაგულთან, თევზიან სალათებთან, იმერულ და მეგრულ კერძებთან.

-კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ტემპერატურაც – ზაფხულის ჰიტი ხომ ყოველთვსი ჩაციებული ღვინოა, რომელსაც გაუსაძლის სიცხეში სხვა სასმელებზე მეტი ეფექტი აქვს და სიგრილეს მონატრებული ხალხისთვის ნამდვილი ოაზისია.

  • და ბოლოს ცქრიალა ღვინო , რომელიც ნებისმიერი დღესასწაულისა და სეზონის გვირგვინი გახლავთ შეგიძლათ ხიზილალასთან, თეთრი თევზთან დ ორაგულთან. ნახევრადმშრალ ან ნახევრადტკბილ ცქრიალა ღვინოს კი ზაფხულში ხილი და ნამცხვარი გამორჩეულ ხასიათს შესძენს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები