აჩიკო ნიჟარაძე

აჩიკო ნიჟარაძე – დაიბადა 1983 წლის 28 მარტს თბილისში.

2000 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომისტ-პროგრამისტის ფაკულტეტზე.

6 წლიდან მღერის და დაიოდა მუსიკალურ სკოლაში, სადაც ქართულ ხალხურ სიმღერას ასრულდებდა 1996 წლდამე. მუსკის სიყვარული  მშობლებმა შთააგონეს, სკოლის პერიოდში მღეროდა ანსამბლში „ბიჭები“, სტუდენტობის პერიოდში აღმოჩნდა ანსამბლში „უნივერსიტეტი“ (ახლანდელი ქართული ხმები).

შემდეგ კი სოლო კარიერა განაგრძო.

2004 წელს  გამოჩნდა პროექტში „ნუცას სკოლა“ და ამავე წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ჯეოსტარი“, რომლის გამარჯვებულიც გახდა და აქედან იწყება მისი აქტიური მოღვაწეობა სცენაზე, უამრავი ტელე და რადიო გადაცემა, აჩიკო ავტომატურად იმსახურებს ხალხის სიყვარულს და 2005 წელს გამოდის მისი პირველი ალბომი სახელწოდებით „სულ რომ მიყვარდი“.

2008 წელს ჩაწერა მეორე ალბომი „მეყვარებით შენ და თბილისი“.

2013 წელს საერთაშორისო ფესტივალზე „სლავური ბაზარი” მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

2014 წელს ჩეხეთში ასევე საერთაშორისო ფესტივალზე იღებს გრან პრის  და შემდეგ მიემგზარარება ესტონეთში ასევე საერთაშორისო ფესტივალზე, საიდანაც  გრან პრით ბრუნდება.

მომდევნო პროექტი არის „10+10“ სომხეთში,  სადაც იღებს პრიზს საუკეთესო შესრულებისთვის, მის მეწყვილე სონა შანგელდიანთან ერთად და პირველ ადგილსაც იმსახურებს.

აქტიურად  წერს ახალ სიმღერებს, 2018 წელს „ქართული ხმების ტრიოსთან” ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნე გამართეს და 4 შტატში ჰქონდათ კონცერტი.

ახლა ჩართულია ასევე ქართული ხმების ტრიოსთან ერთად პროექტში „იქსი“ და საქართველოში ტურნეს აწყობენ, რომელიც ანშლაგებით მიმდინარეობს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი .