ავთო ჩადუნელი

ავთო ჩადუნელი – დაიბადა 1979 წლის 27 ოქტომბერს, დაბა სურამში მუსიკოსების ოჯახში.  მამა ტარიელ ჩადუნელი.

მუსიკოსი 1977 წლიდან ეუფლება სასულე ინსტრუმენტს (კლარნეტს).

2004 წელს ავთანდილ ჩადუნელმა დაიწყო სიმღერა.

2008 წელს პირველი სიმღერა „ჩუმად გაგიყვან მინდორში” (კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერიძე) დააპრემიერა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში.

2008 – 2015 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში(ისრაელში), სადაც აქტიურად განაგრძობდა სიმღერას მუსიკალურ ორგანიზატორთან
პიოტარ ვაგნერთან. 40 კონცერტამდე აქვს მონაწილეობა მიღებული ქალაქებში: აჟდოდი, თელავივი, იერუსალიმი, ხაიფა, ბერშევა, რიშონ ლეციონი, ხულონი და ასე შემდეგ….

2012 წელს შედგა სატელევიზიო პრემიერა სიმღერის „ჩუმად გაგიყვან მიდორში“.

ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ კი ჩაწერა კომპოზიტორ ნანა მესხის სიმღერა „რა კარგია როცა ელი“.

2015 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ერთვება სიმღერების ჩაწერაში. ამავე წელს გამოვიდა ავთო ჩადუნელის სიმღერები „არასდროს დამავიყდები“, „გაზაფხულია“ და „ჩემი ლამაზი საქართველო“. ამ სიმღერაზე ასევე გადაიღო ვიდეორგოლი.

2017 წელს გამოვიდა ავთანდილ ჩადუნელის პირველი ალბომი „მე ყოველდღე მიყვარდი“, რომელშიც ავთოს ყველაზე პოპულარული სიმღერები შევიდა.

მე ყოველდღე მიყვარდი (ლექსი.მუსიკა. ცირა ბზიშვილი.)
გაზაფხულია (ლექსი:იოსებ ნონეშვილი.მუსიკა:ნანა მესხი.)
შეგიყვარდები (ლექსი.მუსიკა:ცირა ბზიშვილი.)
რაც ქვეყანაზე ვარსკვლავებია
რა ლამაზია რა მშვენიერია ზეცა
დუდუ დუდუ დუდუკები (ლექსი,მუსიკა:ანსამბლი თამარიონი.)
არასდროს დამავიწყდები (ლექსი:მარინა ხონელიძე.მუსიკა:მერაბ მერაბიშვილი.)
რა კარგია როცა ელი“ (ლექსი:ლილი ნუცუბიძე და იოსებ გრიშაშვილი.მუსიკა:ნანა მესხი.)
უტრა ტუმანნოე (ლექსი:ი.ტურგენევა.მუსიკა:ვ.აბაზა.)
ჩუმად გაგიყვან მინდორში (ლექსი:ჯ.ჩარკვიანი.მუსიკა:რუსუდან სებისკვერაძე.)
ჩემი ლამაზი საქართველოა (ლექსი,მუსიკა:ნუგზარ თუშიშვილი.)
თბილისო (ლექსი,მუსიკა:ცირა ბზიშვილი.)