ბაკურ ბურდული

ბაკურ ბურდული – დაიბადა 1975 წლის 3 მარტს თბილისში.

დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერისტეტი სამსახიობო საოპერატორო ფაკულტეტი.

ორივე ძმა ალტერნატიული მუსიკის პიონერები არიან ( ლადო ბურდული )( ბენდი  „ქიშო და   ინტელგინეცია“),  ისეთ დროს ისეთი მუსიკის შექმნა დაიწყეს, რაც ქართული საზოგადოებისთვის ახალი ხილი იყო, ბევრი სკეპტიკურად  უდგებოდა ამ ყველაფერს, თუმცა, თაყვანისმცემლების მთელი არმია შეიძინეს და დღემდე გამოირჩევიან ორიგინალურობითა და ხელოვნებასთან ღრმა დამოკიდებულით.

მამა ცნობილი მსახიობი გალხდათ (გუჯა ბურდული )  და პოპულარობა მათ ოჯახს არასდროს მოკლებია.  თუმცა ყოველთვის უბრალო თავმდაბალია , ეს ის ადამიანია, რომელიც მუსიკით გამოხატავს მის სათქმელს და პროტესტის ნიშნად სახელმწიფოს უმაღლეს ჯილდოზე – ღირსების ორდენზეც უარი თქვა.

1993 წელს გამოვიდა მისი სინგლი – „სადაც სინათლე ჩანს“.

1996 წელს ფესტივალზე „მარგარიტა” საუკეთესო ალტერნატიული მუსიკისთვის ჯილდო გადაეცა.

გამოშვებული აქვს რამოდენიმე  ალბომი.

გაიმარჯვა კონკურსში „საუკეთესო სიმღერა ვაჟა-ფშაველას“ ლექსზე სიმღერით „ ბაკური”, რომელიც „ ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა.

2000 წელს ალბომი „თითქოს“ გამოდის. ამავე წელს გამოდის მისი ჰიტი „ფეთქავს”, რომელზეც ვიდეორგოლიც გადაიღო.

შემდეგ იყო ჰიტი „გილოცავთ ახალ წელს“, ალილო“ და დუეტი სალომე კორკოტაშვილთან ერთად „ზაფხული“, რომელზეც კიდევ ერთი ვიდეორგოლი გადაიღო.

მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ალტერნატიული მუსიკის ფეტსივალებზე საზღვარგარეთ და საქართველოში.

2017 წელს გამოუშვა ალბომი „უდასასრულო“, სიტყვა რომელიც თავად შექმნა .

ასევე გამოსულია მისი სიმღერების ალბომი რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ბაკურ ბურდულის  შემოქმედებას და პერსონას არასდროს დაუკარგავს აქტუალობა. ის გულშემატკივარს მრავალ სიახლეს ჰპირდება უახლოეს მომავალში.