ბესო კალანდაძე

ბესო კალანდაძე  – დაიბადა 1956 წელს

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელის, როდესად მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ში. 1978 წელს ბესო კალანდაძე გადავიდა „ვია 75“-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე. „ვია 75“-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: „ტირიფები“, „თეთრი ღამე“ „გიორგობის თვე“ და სხვა. ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი.

„ია 75“-ის დაშლის შემდეგ, ბესო კალანდაძე თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა. 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები.

ამჟამად მოღვაწეობს კვლავ „ვია 75“-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი. ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით.

2011 წლის მიწურულს გაიხსნა „ვია 75“-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.