ჩვენებურები

ანსამბლი „ჩვენებურები” — ქართული ფოლკლორული ანსამბლი, შეიქმნა 2001 წელს.

2004 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელი იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტი ნუგზარ კურცხალია.

2004 წლიდან ანსამბლმა „ჩვენებურებმა“ დამოუკიდებელი მოღვაწეობა განაგრძო. არის მრავალი ფესტივალისა თუ კონცერტის მასპინძელი და მონაწილე.

2004 წელს ანსამბლი „ჩვენებურები“ იყო საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ ერთ-ერთი მასპინძელი და აქტიური მონაწილე. ამავე წლიდან, ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს ფოლკლორულ ფესტივალ „არტ-გენის“ ორგანიზებაში.

მომდევნო, 2005 წელს, ანსამბლმა კონცერტები გამართა უკრაინის ქალაქებში, ხოლო 2008 წელს – ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით ქ. ტალინში. ამავე წლის დეკემბერში მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთში დაგეგმილ საქართველოს მხარდასაჭერ აქციაზე. 2009 წელს „ჩვენებურებმა“ კონცერტები გამართა ესტონეთსა და ლატვიაში.

2006 წლის 23 ნოემბერს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (ნატო) წევრი ქვეყნების რიგის სამიტის დროს „ჩვენებურებმა“ საქართველოს მხარდასაჭერი კონცერტი ჩაატარა ქ. რიგაში.

2007 წლის 26 მაისს, ანსამბლი „ჩვენებურები“ ქართველ მუსიკოს და კომპოზიტორ ზაზა კორინთელთან (ზუმბა) ერთად, მისივე სიმღერით „გამარჯობა აფხაზეთო შენი“, გახდა ეროვნული კონკურსის „პატრინოტის“ გამარჯვებული.

წევრები:

გიორგი გობეჯიშვილი (2001 წლიდან)
სოლომონ გოგაშვილი (2001 წლიდან)
ბაჩუკი მუკბანიანი (2002 წლიდან)
დავით ზურაბიანი (2002 წლიდან)
ირაკლი აფხაიძე (2003 წლიდან)
ვლადიმერ ჩალაძე (2004 წლიდან)
გიორგი სახოკია (2007 წლიდან)