ეკა კახიანი

ეკა კახიანი – დაიბადა 1964 წლის 16 იანვარს თბილისში.

დაამთავრა მუსიკალური გიმნაზია და თეატრალური უნივერსიტეტი.

1971-80 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ წევრი. შესრულებული აქვს მრავალი როლი კინო და ტელე ფილმებში. არის პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი.

1988-98 წლებში საქართველოს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.

2004 წლიდან მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი.

მონაწილეობდა სერიალებში: ,,ძილის წინ“, ,,ასსა“, ,,კაბარე“, ,,ჩემი ცოლის დაქალები“

პროექტი ,,ახალი საბავშვო ხმა“ – მწვრთნელი (ტელეკომპანია ,,იმედი“)

ეკა კახიანი აქტიურად მონაწილეობს მუსიკალურ სფეროში. არის მრავალი ქართული პოპულარული სიმღერის ავტორი, რამდენიმე მათგანი წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში.

2011 წელს ჩატარდა ეკა კახიანის საავტორო კონცერტი ,,ზაფხულის საღამო“.

მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

შესრულებული აქვს როლები ფილმებში:

ავტოპორტრეტი (1987)

მარტივი პასიანსი (1990)

მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად (1992)

ოცნების ქალაქი (2009) – ლიკა

რეკლამა: 0:05