შესახებ
გია სურამელაშვილი – დაიბადა 1969 წლის 24 იანვარს. ესტრადის მსახიობი.
მოღვაწეობა მუსიკალური კუთხით 16 წლის ასაკში დაიწყო.
მიღებული აქვს საუკეთესო მომღერლის ჯილდო.
მიღებული აქვს იურმალა-იალტის საერთაშორისო ფესტივალზე ლაურიატის წოდება.
1989 წლიდან ტელევიზიისა და ფილარმონიის სოლისტი.
აქტიურად მონაწილეობს საქართველოში სხვადასხვა შოუ პროგრამებში. კონცერტებსა და ტურნეებს ატარებს საქართველოს ყველა კუთხეში ასევე – რუსეთში მოსკოვსა და ლენინგრადში უამრავ კონცერტებში აქვს მონაწილეობა მიღებული მიწვევით. ხშრად აქვს გასტროლები -ისრაელში, გერმანიაში, საბერძნეთსა და იტალიაში. მიწვევით იმოგზაურა ამერიკაში, სადაც ასევე გამართა სოლო კონცერტი.
აქვს ორი მუსიკალური ალბომი.
90-იან წლების წარმატებული მომღერალი და ქალბატონების ნამდვილი კერპი გახლდათ, დღემდე ინარჩუნებს მის განსაკუთრებულ ნიშას და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, რაც მისი გამორჩეული და მისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერის დამსახურებაა.
გია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გრანდიოზულ შოუ პროგრამებს დგამდა 90-იან წლებში, გამორჩეული სტილით ხასიათდებოდა და ათასობით გულშემატკივარი შეიძინა და შეინარჩუნა.
ჰიტები: „ნინიკო”, „გაპატიებ”, „გელი მოგელი”, „აბა რა”, „რა ვიხილე”.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები