გიგა მიქაბერიძე

გიგა მიქაბერიძე – დაიბადა თბილისში

ანდერგრაუნდის და 90-იანების ბნელი პერიოდის შემდგომ, სადაც ირაკლი ჩარკვიანთან და დათო ოძელაშვილთან ერთად ნათელ წუთებს ქმნიდნენ, გიგა  მაესტროზე ხვდება მამუკა ღლონტთან და მისი შესრულების ახლებური-ალტერნატიული სტილი პირველივე წამიდან იპყრობს მსმენელის გულს.

პირველი ვიდეორგოლი და სიმღერა გახლდათ – „რაღაც მთავრდება“

შემდეგ იყო დუეტი ტელეწამყვან კატო კვიციანთან ერთად – „პირამიდები“, რომელმაც იმდროინდელი რეკორდი მოხსნა პოპულარობის. ასევე „ეს ზღვა რომ შავია“, „გავა დრო“.ა.შ.

გიგა პროფესიონალი  ხმის რეჟისორია , მისი შექმნილი სიმღერები დღემდე ისეთივე  პოპულარობით სარგგებლობს, როგოც წლების წინ. თუმცა თავად შემსრულებელი დიდი ხანია  საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.