ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძე – 1986 წლის 1 მაისს დაიბადა. ჰყავს დედა, მამა და და.

დაამთავრა თბილისის 165-ე საშუალო სკოლა , შემდეგ კი „CSB“ კავკასიის ბიზნეს სკოლის წარმატებული კუსრსდამთავრებული გახდა. მას ასევე მიღებული აქვს მუსიკალური განათლებაც. დაამთავრა საგიტარო-ხელოვნების სკოლა-სტუდია. მუსიკამ 6 წლის ასაკში გაიტაცა.

პოპულარული სიმღერებია „ნუ მალავ“, „მაზეგ“ და „დაგელოდები“.

ჯაბას საყვარელი ფერი შავია; ზოდიაქოს ნიშანი – კურო.

მისი ბავშვობის სასიამოვნო მოგონება იტალიის ფესტივალია. რისი გაკეთებაც არ უყვარს, არ აკეთებს; რისი გახსენებაც არ უნდა არ ახსოვს.

ჯაბა ქარსელაძე საფრანგეთში ექვსი წელია, ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იშვიათად ჩამოდის ხოლმე. მომღერალმა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახლდათ, ეს პოპულარობა დღემდე შეინარჩუნა, თუმცა საფრანგეთში სულ სხვანაირად ცხოვრობს. მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში წამყვან პოზიციაზე, წარმატებას მიაღწია ბიზნესის სფეროში, თუმცა მუსიკალური კუთხით ამ ეტაპზე აქტიურობას არ აპირებს.