ჯემალ ბაღაშვილი

ჯემალ ბაღაშვილი – დაიბადა 1941 წელს.

1968 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი – მეტალურგიული ფაკულტეტი. ასევე  უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის განხრით.

1961 წლიდან- 1964წლამდე  გახლდათ პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის გიტარისტი;

1964 წლიდან 1968 წლამდე – ვოკალურ–საკრავიერი ტრიოს „ლილეს” სოლისტი;

1968 წლიდან კი ანსამბლ „ივერიის” სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების  ავტორი;

მრავალი საკონცერტო პროგრამის სცენარის ავტორი და  რეჟისორი.

ჯემალ ბაღაშვილს  ეკუთვნის მრავალი სასიმღერო ტექსტი და იუმორისტული ნომერი.

1980 წელს  – მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

1995 წლიდან შოუ–ბიზნესცენტრის „ლომისის” გენერალური დირექტორი და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მთავარი რეჟისორია.

1996 წელს დაჯილდოვდა – ღირსების ორდენით