კახა ცაბაძე

კახა ცაბაძე –  დაიბადა 1959 წლის 14 სექტემბერს ქალაქ თბილისში.

1982 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საკომპოზიციო).

1982 წლიდან არის თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (კომპოზიცია, თეორიული საგნები);

2003 წლიდან თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირიჟორ–პედაგოგი.

2011 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ–მუზეუმის დირექტორი;

2014 წლიდან მუსიკალური სექტორის ხელმძღვანელი;

თხზულებები: კონცერტები – ფაგოტისა და ორკესტრისათვის(1988), ალტისა და ორკესტრისათვის(1986), კონცერტინო ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, კლარნეტის კონცერტი, Concerto grosso ხის ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის(1984); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: სიმებიანი კვარტეტი N1(1988, პირველი შესრულება), სიმებიანი კვარტეტი N2(1995, პირველი შესრულება), საბავშვო პიესები ფორტეპიანოსათვის, პატარა პოემა” ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(პრემირებული), პატარა თემა “თეატრალური ნიღბები”, მათ შორის, საბავშვო პიესები “პეპი გრძელი წინდა” და “წვიმა” – თბილისის ნორჩ მუსიკოს–შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის სავალდებულო პროგრამაში;

პიესები სხვადასხვა ინსტრუმენტებისათვის: ფორტეპიანო, ვიოლონჩელო, ვიოლინო; გუნდები: a cappella – ელეგია”, მრავალჭირვარამგადანახადი”; რომანსები, მათ შორის მ. მაჭავარიანის და გ. ჩოხელის ლექსებზე, საესტრადო და საბავშვო სიმღერები(100–ზე მეტი); მიუზიკლები: ას წელიწადში ერთხელ”(1988, თანაავტორი გ. ცაბაძე, თბილისის მუსკომედიის თეატრი), ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”(1986, გორი), საბავშვო: ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ზამთრის ზღაპარი”, მზის ყვავილი”(1988, გორი); საესტრადო სიმღერები, მათ შორის: ყვავილების მიწა”, ალიონზე გამიღიმა თბილისმა”, ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებ”, სიმღერებით შემოვივლი თბილისს”, თბილისური დილა”, აღსარება”, საბავშვო: წვიმა”, მამულო”, ბედნიერი დილა”, საახალწლო კარნავალი”; მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის: თბილისის, სოხუმის, გორის, თელავის, ქუთაისის, ბოლნისის თეატრები; მუსიკა მხატვრული კინოფილმისათვის “სამი ამბავი ტელეფონით”(1984, რეჟისორი ნ. გარდაფხაძე), დოკუმენტური ფილმი – “დავით და კონსტანტინე”(2000, რეჟისორი გ. გელაშვილი).

2007 – ქალაქ ბორჯომის საპატიო მოქალაქე

2012 – თბილისის საპატიო მოქალაქე

2014 – საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I და III პრემია, რომანსები მ. მაჭავარიანისა და გ. ჩოხელის ლექსებზე

საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია

საბავშვო მიუზიკლები “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, “ზამთრის ზღაპარი”

საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, საფორტეპიანო კონცერტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსი, I პრემია, კონცერტი კლარნეტისათვის

რეკლამა: 0:05