კახაბერ ცისკარიძე

კახაბერ ცისკარიძე – დაიბადა 1976 წლის 4 ივნისს, ქალაქ ბათუმში.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის ჯაზ-ფაკულტეტი.

6  წლის ასაკიდან დაიწყო მისი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ურთიერთობა და აღარც დასრულებულა. პატარა ასაკში მისი ძმის მიერ შემქნილ ჯგუფში მოღვაწეობდა და ქართულ ჰიტებს ასრულებდა და ასევე როკ-ჯგუფში  უკრავდა.

1995-1996 წლებში ჯგუფთან ერთად გამოდიოდა  ჯაზ ფესტივალზე“  და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე.

1994 წელს ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც საზღვარგარეთ განათლების მისაღებად  გაცვლითი პროგრამით წავიდა და აშშ-ში დაამთავრა ლუი არსმტრონგის სახელობის მუსიკალური კოლეჯი – ჯაზის და დასარტყამი ინსტრუმენტების სპეციალობით. სტუნდეტობის დასრულების შემდეგ, რუსეთში აღმოჩნდა, სადაც სოსო პავლიაშვილი გაიცნო  და მიიღო მისგან მიწვევა. 2-3 წლის განმავლობაში უამრავი კონცერტი ჩაატარა სხვადასხვა ქალაქში, საქართველოში მამის გარდაცველბის გამო დაბრუნდა .

გადაწყვიტა, რომ შეექმნა პროდუქტი – საკუთარი თავი.

დაიწყო სიმღერების წერა და 90-იანი წლების დასრულების შემდეგ, ჯაზიდან პოპ-მუსიკაში აღმოჩნდა და შეიქმნა ჰიტები „თოვლი მოდის“, დუეტი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად „წვიმს“ და მთავარი „განდაგანა“ შემდეგ გაგრძელდა კარიერა პროექტით „სუბტროპიკი“  დათო ოძელაშვილთან ერთად, რამაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა, მაგრამ სამწუხრაოდ პროექტი შეჩერდე დათოს გარდაცვალების გამო.

შემდეგ  იყო ახალი პროექტი არტ-იმედთან ერთად  „ქალაქური ბაიათების რემიქსები” და შექმნა საპროდიუსერო კომპანია „არტ ფორუმი“ სტეფანე მღებრიშვილთან ერთად,  რომელმაც 10 წლის განმავლობაში იარსება, რომლის ფარგლებშიც  მუსიკოსებისთვის ბევრი წარმატებული პროექტი შექმნეს – „4 გოგო“  ( ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ქეთა თოფურია, ნინი ბადურაშვილი ). ეს იყო პირველი სარეკლამო და მუსიკალური პროდუქტი, რამაც დიდი პოპუალრობა მოუტანა. მოიგეს სახელმწიფო ტენდერი და უამრავი კონცერტი ჩაატარეს (მაგალითად ნინო ქათამაძე და ინსაითი).

მომდევნო გრანდიოზული პროექტი იყო  2003 წელს „კახაბერი და ხანუმები“  ფოლკისა და ელეტქრონული მუსიკის სინთეზი. გააკეთა მისივე ჰიტი განდაგანა “ ხანუმებთან ერთად, შემდეგ კი „ცანგალა და გოგონა“.  1 წლით  გაემგზავრა სამოგზაუროდ და  მოღვაწეობდა როგორც დიჯეი მისივე შექმნილი მუსიკით (ფოლკი და ელექტრონული მუსიკა ). მთავარი გამოჩენა იყო ბრიტანეთში/ლონდონში, სადაც „რედიოჰედი“, ემი ვაინჰაუსი და სხვა  ბრიტანელი მუსიკოსები მოღვაწეობდნენ. 2013 წლის 13 დეკემბერს გამართა საღამო, რამაც გრანდიოზული წარმატება მოიტანა.  ფლობს საკუთარ ტანსაცმლის ბრენდს „KAKHABERI”,  რომელიც ასევე ქართული კულტურისა და თანამედროვეობის სინთეზია.

მრავალი ტურნე და გასტროლები მსოფლიო მასშტაბით, აღიარება და  მსმენელის სიყვარული .

კახაბერ ცისკარიძის მთავარი მიზანი მის ყველა პროექტში იკვეთება – ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

რეკლამა: 0:05