კახაბერი და ხანუმები

კახაბერი და ხანუმები – კახაბერი (კახაბერ ცისკარიძე) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი  (დრამერი) და პატივსაცემი ვარსკვლავია ქართულ მუსიკალურ სცენაზე. მისი ნამუშევრები მოიცავს მრავალ პოპულარულ პროექტს, რომლებმაც დიდი აღიარება მოიპოვა როგორც  საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. „კახაბერი და ხანუმები” ამ ეტაპზე მისი ბოლო მუსიკალური პროექტია. პირველი ალბომი საქართველოს ეროვნულ- რეგიონულ მუსიკალურ პროექტს „ანიდან ჰაემდე” მოიცავს, რომელიც თანამედროვე ფოლკლორის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

20 წლის წინ, როდესაც კახაბერი ჯერ კიდევ ბათუმში ჯაზს სწავლობდა, მაშინ შეიქმნა მისი პირველი ექსპერიმენტული პროექტი „განდაგანა”. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ მუსკოსს კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა პროექტი გაეგრძელებინა და კიდევ ერთხელ დარწმუნა ის იდეის ძალაში, რაც საინტერესო იყო მისი შემდგომი განვითარებისათვის.

შვიდი წლის  განმავლობაში ეძებდა სწორ ჟღერადობასა და ხმებს, საბოლოოდ ჩაწერა 2010 წელს დაიწყო. მან მოისმინა უამრავი ხალხური მუსიკის შემსრულებლები და ბოლოს სამი საუკეთესო მომღერალი შეირჩა, ვინც კვალიფიციურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა: მხატვრული გამოცდილება, ცეკვა და ვოკალური შესაძლებლობები.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სამი ხმა შეერჩია, რადგან ქართველი ხალხური მუსიკა ძირითადად სამი ხმით სრულდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტი განაგრძობდა უწყვეტ განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესს, მათ შორის ქორეოგრაფიას, შესრულებას და კოსტუმის დიზაინის .

სახელმა „კახაბერი და ხანმები“ უამრავი შერჩევის პროცესი გაიარა. „ხანუმა” ძველი თბილისის ცხოვრების სტილის მქონდე ქალბატონის ხასიათია. ის იყო „fashionista“, ყველაფერი იცოდა ყველას შესახებ და, როგორც წესი, ქორწინების მოწყობასა და მდიდარ ოჯახებს  შორის გარიგებაშიც მონაწილეობდა. გარდა ამისა, მისი ქართული წარმოშობის „ხანუმა” აზიაში ასევე კარგად არის გავრცელებული  და ეს სიტყვა  ნიშნავს მაღალი რანგის ქალბატონს ან უბრალოდ ლამაზს.

კახაბერი და ხანუმების”  ალბომში 12 სიმღერაა შესული.

2014 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოვებაზე „ოქროს ტალღა“ მათ „წლის ჯგუფის” ნომინაციაში გაიმარჯვეს.

2015 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებულ წლის სიმღერის დაჯილდოებაზე „ოქროს ტალღა“, რადიო „ავტორადიოს“ რჩეულის ჯილდო მიიღეს სიმღერისთვის „რომალე“.

მათი კონცერტები ანშლაგებით მინდინარეობს დღემდე მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებში და არაერთ პრესტიჟულ ფესტივალზე აქვთ მონაწილეობა მიღებული.

რეკლამა: 0:05