ლელა წურწუმია

წურწუმია ლელა – დაიბადა 1969 წლის 12 თებრვალს ქალაქ თბილისში. მომღერალი/მსახიობი

1986-88 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო საესტრადო სასწვალებელში, ორი წლის შემდეგ კი  ჩააბარა თბილისის მუსკომედიის  ფაკულტეტზე და ორი წლის შემდეგ სწავლა განაგრძო სამსახიობო მიმართულებით.

1994-1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ვოკალის განხრით. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი მარიამი. მისი მეუღლე მისივე პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელსაც მუსიკალურ წრეებში „მამულიჩას“ ფსევდონიმით იცნობენ და დიდი როლი შეასრულა ლელას წარმატებული კარიერის შექმნაში. ერთმანეთი გაიცნეს რესტორან „ევროპაში“, სადაც მომღერალი ბენდთან ერთად მღეროდა 1996-1999 წლებში. მანამდე ლელა 1988 წელს გახდა ფილარმონიის სოლისტი და დაიწყო სიმღერა ანსამბლ „თაიგულში“.

კონკურსები :

1986 – კონკურსი „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ ლაურეატი

1989 – „პრესტიჟ შოუ“ – ლაურეატი

1994 – კონკურსი „იალტა-მოსკოვი-ტრანზიტი“ მონაწილე

1995 – ფესტივალი „ხელები“

1996 – ფესტივალი „მარგარიტა“

2000 – „ეკო“ – გამარჯვებული 2 ნომინაციაში

2001 -„მეგა“ – გამარჯვებული 4 ნომინაციაში

2001 – „სტუდენტური ფესტივალი“ გამარჯვებული 1 ნომინაციაში

2002 -„მეგა“ გამარჯვებული 3 ნომინაციაში

2002 – “სტუდენტური ფესტივალი ” – გამარჯვებული 1 ნომინაციაში

2002 -„შავი ზღვის უნივერსიტეტი“ – ვარსკვლავი

2003 -„მეგა“ – გამარჯვებული 2 ნომინაციაში

2003 – ხობის მეგრული სიმღერის ფესტივალი, მონაწილე

2007 – ლელა წურწუმია და  ბენდი ლაზური ალბომით „იამო ჰელესსა“, არხავის საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი, თურქეთი

2014 – „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა“ – გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო მომღერალი ქალი”.

2016 – „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა“ – რადიო „ფორტუნას“ რჩეული სიმღერით „თურმე სიყვარულს არა აქვს დრო“.

2018 –  „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” წლის სიმღერის დაჯილდოვება „ოქროს ტალღა” – ნომინაცია წლის რიმეიქი” დუეტით გიორგი მახარაშვილთან ერთად „რა კარგი ხარ სიყვარულო“.

  • მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე სრულმეტრაჟან კინოფილმში
  • გამოშვებული აქვს 12 ალბომი, აქედან — 7 სტუდიური, 3 საუკეთესო სიმღერების კომპილაცია, ერთი საკონცერტო ალბომი, ერთი სინგლი, ხოლო 2 ალბომი – საზღვარგარეთ. მისი ალბომებიდან საქართველოში რეკორდული რაოდენობით გაიყიდა „სულელი წვიმა“. ჩაწერილი აქვს დუეტები ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან.
  • 2000 წელს მომღერალმა პირველი სოლო კონცერტი შესთავაზა მსმენელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც პირველ გრანდიოზულ შოუ კონცერტად ითვლება დღემდე.
  • 2002 წელს გაწევრიანდა საპროდიუსერო კომპანია „არტ იმედში“ და მერაბ სეფაშვილთან ერთად კომპანიის სახედ იქცა.
  • 2004 წელს შედგა რიგით მეორე სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში.
  • 2006 წელს შექმნა საკუთარი საკონცერტო ბენდი .
  • 2007 წელს ლელა გაერთიანდა ლეიბლში Art Lend, რომლის დახმარებითაც მისი ალბომები მსოფლიოს სხვადასხვა ინტერნეტ-მაღაზიებში იყიდება .
  • 2012 წელს მიიღო მონაწილეობა მეგა შოუში -„ცეკვავენ ვარსკვლავები“ .
  • 2013 წელს ტელეპროექტის „ახალი ხმა” „მწვრთნელი გახლდათ, ასევე მეგა პროექტების „იქს ფაქტორი” და „მხოლოდ ქართული“ ჟიურის წევრი.
  • 2014 წელს ცნობილ ტელესახე დუტა სხირტლაძესთან პროექტში „ორი ვარსკლავი“ ერთად წამყვანის ამპლუაში მოგვევლინა.
  • 2018 წელს მაისში გამართა გრანდიოზული სოლო კონცერტი ფილარმონიაში.
  • წლის განმავლობაში დატვირთულია გასტროლებითა ტურნეებით როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. დღემდე აქტიურად წერს ახალ სიმღერებს.