გულბათი

ლევან გულბათაშვილი (გულბათი) – დაიბადა 1986წლის 16 აპრილს  ქ.თბილისში.

მომღერალი და რადიოწამყვანი, ხუთი  წელია ფოლკ ბენდში „იბერია” მღერის, პირველი ხმა.

დაამთავრა შ.მილორავას სახელობის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი – ესტრადის მსახიობი.

დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

17 წლიდან დაიწყო რადიოში მოღვაწეობა, ასევე მუშაობდა ტელეწამყვანად ერთ-ერთ გასართობ მუსიკალურ არხზე. დღეისათვის რადიო „არ დაიდარდოს” მუსიკალური წამყვანის პოზიციას იკავებს.

მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებში, სადაც დააჯილდოვეს დიპლომებითა და სერთიფიკატით.

სინგლები: „ვარსკვლავები“, „სიყვარულის ბალადა“ და  ასევე ჯგუფ „იბერია”-სთან ერთად სიმღერები „რანუნი”, „სამშობლოს შეძახილი“, „ჰოი და ქალო“, აფხაზეთო” და ვაჟა-ფშაველა”.

სიმღერები, რომლებმაც წარმატება მოუტანა – ვარსკვლავები” და  რანუნი”.

მას, როგორც სოლო მომღერალს, მიუღია სხვადასხვა გალა კონცერტზე მონაწილეობა და ასევე  ჯგუფთან ერთად არაერთი კონცერტი აქვს გამართული, ძირითადად საქართველოში. ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩატარებული აქვს  რამდენიმე ქართული ფოლკლორული შემოქმედებითი საღამო.

ლევანს ჯერ-ჯერობით  თავის საავტორო არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია, თუმცა დამკვეთთა არაერთ პროექტში აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ინდივიდუალური შემსრულებლის კუთხით, ასევე ჯგუფთან ერთად.