შესახებ
მამუკა ონაშვილი– დაიბადა 1967 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში.საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ (ხელმძღ. ნოდარ ნიკოლაიშვილის)სოლისტად.1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე და დღემდე წარმოადგენს შოუბიზნესის ერთ–ერთ წამყვან სახეს.იგი ასევე გახლდათ მუსიკალურ გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი:„მო–ტი–ვი“ – საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე 1998წ.„გემო ტი–ვი“ აჭარის ტელევიზიაში – 2001წ.2001 წლიდან დღემდე მონაწილეობს შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ წარმატებულ პროექტში „იუმორინა“.2003–2005 წლებში იყო „არტ–იმედის“ ერთ–ერთი წარმატებული მომღერალი.მამუკა ონაშვილის შემოქმედება ერთნაირად საინტერესოა ყველა თაობის მსმენელისათვის და მაყურებლისათვის, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ. 1998 წლიდან იგი ინტენსიურად ატარებს გასვლით კონცერტებს შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ.გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ…“ და „ოცნების ღამე“.გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.ჯილდოები:„მეგა“2000 – წლის საყვარელი მომღერალი მამაკაცი2001 – ახალგაზრდების წლის საყვარელი მომღერალი მამაკაცი2002 – ახალგაზრდების სიმპათია2005 – ოძელას სახელობის მეგა2006 – წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი2001-2002 საერთო სტუდენტური მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი სტუდენტური ფესტივალი2003 წელი. ესპანეთი. ალიკანტე. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი. I პრემია.2002 ოვაცია2002 ერთიანი ახალგაზრდობა2002 ჟურნალი „ახალგაზრდული“საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის გაღრმავებისა და განმტკიცებაში გაწეული ღვაწლისათვის2002 ნომინაცია წლის ყველასათვის საყვარელი მომღერალიწლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობდა და ბოლო პერიოდია, რაც საქართველოში დაბრუნდა. მუშაობს ახალ ალბომზე და აპირებს აქტიურად დაბრუნდეს შოუბიზნესში.
სიმღერები
ვიდეოები
სიმღერის ტექსტები
ფოტოები