მანანა თოდაძე

მანანა თოდაძე – დაიბადა 1958 წელს.

1973–1977 წლებში მღეროდა სხვადასხვა ანსამბლებში; 1977 წლიდან კი „ვია ივერიაში”. გამორჩეული ნიჭის გამო, მალევე ანდეს მთავარი როლების შესრულება „ივერიის საუკეთესო დადგმებში”. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც საესტრადო, ჯაზურ, ისე კლასიკურ რეპერტუარის ნაწარმოებებს. საკავშირო კონკურსის ლაურეატი -1980 წელს მოსკოვში, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გერმანიაში 1983 წელს.

2018 წლის 27 აპრილს თბილისის საკონცერტო  დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

დღემდე განაგრძობს სოლო კარიერას და ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებს და ატარებს კონცერტებს როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.