მიშა ზაქარიაშვილი

მიხეილ ზაქარიაშვილი – დაიბადა 1966 წლის 26 ივლისს ქალაქ თბილისში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მესამე მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალის და საკომპოზიციო ფაკულტეტებზე.(ვოკალი- ირინა ქუთათელაძე. კომპოზიცია-ნუგზარ ვაწაძე )

1988 წელს დაასრულა სასწავლებელი და 1990 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტზე, მუსიკალური თეატრის მსახიობის სპეციალობაზე,(რეჟ. თემო აბაშიძის ჯგუფი) რომელიც დაამთავრა 1994 წელს და მიენიჭა მუსიკალური თეატრის მსახიობის კვალიფიკაცია. ამავე წელს ჩაირიცხა მუსიკალური თეატრის რეჟისორის ფაკულტეტზე (რეჟ, გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფი), რომელიც დაასრულა 1999 წელს.

წერს მუსიკას ფილმებისა და სპექტაკლებისთვის. მუსიკალურად გაფორმებული აქვს 15-მდე სპექტაკლი და სატელევიზიო ფილმი. სხვადასხვა დროს უმუშავია რეჟისორებთან ოთარ ბაღათურია („ამიკო” და “„სათაგური”), წარდგენილი იყო მარჯანიშვილის პრემიაზე, რეჟისორი გულსუნდა სიხარულიძე („ბალზამინოვის ქორწინება”), ლილი იოსელიანი(“„ჰამლეტი”), რეჟისორი რამაზ იოსელიანის სატელევიზიო ფილმი “მაგრამ რა მერე” და სხვა .

აღსანიშნავია ასევე მისი მოღვაწეობა სასიმღერო ჟანრში. მისი პირველი გამოჩენა მოხდა ჯერ კიდევ სასწავლებელში სწავლისას, ვოკალისტთა კონკურსში “ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”(1983წ), სადაც მან სამი ტური გაიარა და ანსამბლ ივერიასთან ერთად(ხელმ.ალექსანდრე ბასილაია) მიიღო დასკვნით გალა კონცერტში მონაწილეობა ფინალში. მან შეასრულა საკუთარი ორი სიმღერა „როცა ჩემთან ხარ” და „ფიფქის სიკვდილი” (ედიშერ ყიფიანის ლექსზე).

შემდეგ წლებში იყო ანსამბლ ,,ორერას” იუბილე სადაც მან შეასრულა სიმღერა, თავისივე ტექსტზე შექმნილი ქალაქური სიმღერების საუკუნის ოქროს ფონდში შესული შედევრი -,,დავლევ “, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა ავტორს, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თითქმის არ დარჩენილა ქართულ შოუბიზნესში მომღერალი, რომელსაც მისი სიმღერები არ შეუსრულებია. მისი სიმღერები დღემდე უდიდესი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს ხალხში.

1991 წელს მისი პირველი სოლო კონცერტი ჩატარდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, დიდი წარმატებით, მოგვიანებით ასევე წარმატებით ამავე თეატრში 1993 წელს.

1994 წელს კი ჩატარდა მისი სოლო კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდი წარმატებით და სრული ანშლაგით …სხვადასხვა დროს მის კონცერტებში მონაწილეობდნენ და მის ნაწარმოებებს ასრულებდნენ, ცნობილი ქართული შოუ ბიზნესის ვარსკვლავები , გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი, მომღერალი თეიმურაზ წიკლაური, ტრიო სიმი, კვარტეტი ალილო,მომღერალი გია დავითიანი,მომღერალი ეკა კვალიაშვილი,ნინო ქათამაძე (შესრულდა კომპ.ნოდარ ნიკოლაიშვილის კომპოზიცია) ილუზიონისტი ზურაბ ვადაჩკორია, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, წამყვანი ზაზა ალექსიზე, წამყვანი სოსო მაზმანიანი, მომღერალი ლელა წურწუმია, ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე, მოცეკვავე მსახიობი თეა გობეჯიშვილი, მომღერალი პაროდისტი მამუკა ონაშვილი, ანსამბლი „ერთა”, პაროდისტი დავით მამაცაშვილი, პაროდისტი ობოლა ციმაკურიძე, რეპერი მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ), მომღერალი ლიკა დოლიძე და სხვა…

სხვადასხვა დროს მისი შექმნილი სიმღერებია: „მზეო თიბათვისა”, „ნიკალა პაპა”, „იასამანი”, „დავლევ აბა რას ვიზამ”(შესულია ოქროს ფონდში,) „იმ ღამეს თოვდა”, „ოცი წლის შემდეგ”, „მთვარე ანათებს”, „მიყვარხარ-ო”, ,,ერთადერთი ხარ” და სხვა.

აღსანიშნავია აგრეთვე რომ მისმა სიმღერამ ,,მზეო თიბათვისა'(ლექსი გალაქტიონ ტაბიძე) სტამბულის საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე (თურქეთი) გრანპრი აიღო(შემს. ლიკა დოლიძე). მომდევნო წლებში, ასევე ქალაქ ლორეტ დე მარში(ესპანეთი) ამავე სიმღერამ “მზეო თიბათვისა” აგრეთვე გრანპრი აიღო, იქ გამართულ სიმღერის ფესტივალზე (შემს.ანი კაცაძე და ანსამბლი “ერთა” )სიმღერა შესულია ოქროს ფონდში.

სხვადასხვა დროს უმუშავია: საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან დააფუძნა ავტორ შემსრულებელთა გაერთიანება „ბარდების კლუბი” და დღემდე წარმატებით ეწევა ბარდული მუსიკის პროპაგანდას. იგი პირადად იცნობდა და მეგობრობდა ბარდული მუსიკის კორიფეებთან ავთო შარვაძესა და ოთარ რამიშვილთან, რომლებთან ერთადაც მართავდა კონცერტებს მთელი საქართველოს მაშტაბით.

ამჟამად მუშაობს მისივე დაარსებული „ქართული ვოდევილის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის და რეჯისორის თანამდებობაზე. აქვს გამოშვებული 135 გვერდიანი ერთი კრებული „არაფერი ავიწყდება გულს”, რომელშიც შესულია 34 სხვადასხვა დროს შექმნილი სიმღერა.

გამოცემული აქვს 4 CD ალბომი (“მალე გაზაფხული მოვა, “ნიკალა პაპა”, “მზეო თიბათვისა” და “ნულოვანი ვარიანტი”) .მისი სიმღერები პირველ ადგილებს იკავებდა ჰიტ-აღლუმებში სხვადასხვა დროს და ინტერნეტ გამოკითხვებით იგი საუკეთესო ჰიტების შემქნელად და ავტორ შემსრულებლად იქნა აღიარებული.

დიპლომები: “სულის ეკოლოგიის ფონდი” ვერცხლის ზეთისხილის რტო(2000წ). ქალაქური სიმღერის საუკეთესო კომპოზიტორი და შემსრულებელი.(2005წ).ქართული შოუბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (მისი გარდაცვლილი მეგობრი მუსიკოსის, ფლეიტისტ დავით ოძელაშვილის სახელობის პრიზი)”ოძელას მეგა”-2014წ …

რეკლამა: 0:05